„ბენდელას თასის“ ფინალში „საბურთალო“ „დინამოს“ დაუპირისპირდება
„ბენდელას თასის“ ფინალში „საბურთალო“ „დინამოს“ დაუპირისპირდება

ზამთრის შესვენების ყველაზე ძველი და ტრადიციული გათამაშება ფეხბურთში “ბენდელას თასი” დასასრულს უახლოვდება.

ტურნირი აფზახეთში გმირულად გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის ზაზა ბენდელიანის ხსოვნას ეძღვნება. წელს “ბენდელას თასი” 28-ედ ჩატარდა და და საერთაშორისო სტატუსით გაიმართა, რადგან უცხოეთის გუნდებიც მონაწილეობდნენ. გათამაშება საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ორგანიზებულია და 16 გუნდი მონაწილეობდა.

ნახევარფინალში თბილისის “დინამომ” დაძაბულ შეხვედრაში ირანის აკადემიის გუნდი 3:1 დაამარცხა, ხოლო “საბურთალომ” “რუსთავს” 5: 1 მოუგო.

ხვალ, “ბენდელას თასზე” გადამწყვეტი მატჩია. 28-ე გათამაშების ფინალი ბოლო წლებისთვის ტრადიციული იქნება და მასში “საბურთალო” და “დინამო” ითამაშებენ. შეხვედრა 12:00 საათზე “ბენდელას” სტადიონზე დაიწყება, მანამდე, 10:30 საათზე კი, მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება.