„ბენდელას“ თასზე ნახევარფინალისტები გამოვლინდა #1TVSPORT
„ბენდელას“ თასზე ნახევარფინალისტები გამოვლინდა #1TVSPORT

ტრადიციული საახალწლო ტურნირი „ბენდელას“ თასის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ნახევარფინალისტები გამოვლინდა.

მეოთხედფინალური მატჩები დღეს გაიმართა – ოთხივე შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და მოზარდებმა ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს.

აზერბაიჯანულმა „საბაჰმა“ 4:2 დაამარცხა „გორი“, ხოლო „რუსთავმა“ დაძაბულ შეხვედრაში ყაზახეთის „სპარტაკ-ჯუნიორს“ აჯობა 2:1. მეორე აზერბაიჯანულმა გუნდმა „ვატანმა“ 3:1 მოუგო „ვიკინგებს“, „საბურთალომ“ კი „სამტრედიას“ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

„ბენდელას“ თასი „საბურთალოს“ ორგანიზებით ტარდება, მხარდამჭერები კი საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციები და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი არიან.

21 დეკემბერი, ნახევარფინალები:

საბურთალო – ვატანი 14:00

საბაჰი – რუსთავი 15:00