„ბენდელას თასი“ 13 დეკემბერს დაიწყება #1TVSPORT
„ბენდელას თასი“ 13 დეკემბერს დაიწყება #1TVSPORT

გაიმართა „ბენდელას თასის“ კენჭისყრა, სადაც 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. 13 დეკემბერს სტარტს აიღებს და 18 რიცხვში დასრულდება „ბენდელას თასის“ ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, რომელიც აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნას ეძღვნება.

„ბენდელას თასი“ წლეულს 32-ედ ჩატარდება. შეჯიბრებაში 2011 წელს დაბადებულები ითამაშებენ. როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც აქცენტი რეგიონის გუნდებზე გაკეთდა – ხსენებულ ტურნირზე გუნდები საქართველოს რვა სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვლენ. სტუმრები იქნებიან უზბეკეთიდანაც – ოდილ აჰმედოვის აკადემიის ორი გუნდი ტაშკენტიდან მოემგზავრება.

უკვე გაიმართა „ბენდელას თასის“ კენჭისყრა, გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

A ჯგუფი

საბურთალო, ოდილ აჰმედოვის აკადემია (ტაშკენტი), თელავი, მერანი (მარტვილი)

B ჯგუფი

ლოკომოტივი, ოდილ აჰმედოვის აკადემია 2012, დინამო (ბათუმი), ფოთის საფეხბურთო აკადემია

C ჯგუფი

ავაზა, სელერო, რუსთავი, სამტრედია.

D ჯგუფი

საბურთალო 2012, ზესტაფონი, გორი, მერანი (თბილისი)

მეოთხედფინალები 16 დეკემბერს გაიმართება, ნახევარფინალები – 17 დეკემბერს, ხოლო მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალური მატჩი – 18 დეკემბერს.