„ბენდელას თასის“ 33-ე გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივია“ #1TVSPORT
„ბენდელას თასის“ 33-ე გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივია“ #1TVSPORT

აფხაზეთში გარდაცვლილი საქართველოს გმირის, ზაზა ბენდელიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირის, „ბენდელას თასის“ 33-ე გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივი“ გახდა, რომელმაც ფინალში 35-ე სკოლა 2:0 დაამარცხა.

ტრადიციულ ტურნირზე 16 გუნდი ასპარეზობდა, აქედან ოთხი გუნდი ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან იყო. ფინალი 17 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ძლიერი ქარის გამო გადაიდო და მოგვიანებით გაიმართა.

ფინალის ბედი პატარა „ლოკომოტიველებმა“ პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, მათ ორივე გოლი შესვენებამდე გაიტანეს. მესამე ადგილზე „რუსთავი“ გავიდა, რომელმაც ბრინჯაოს ფინალში „დინამო თბილისის“ აკადემიას აჯობა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოება გაიმართა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად „ლოკომოტივი“ მოთამაშე მათე შანიძე დაასახელეს.