„ბენდელას თასი“ დაიწყო - ჯილდო 33-ედ გათამაშდება #1TVSPORT
„ბენდელას თასი“ დაიწყო - ჯილდო 33-ედ გათამაშდება #1TVSPORT

დღეს დაიწყო აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი „ბენდელას თასის“ 33-ე საერთაშორისო გათამაშება, რომელიც დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში მიმდინარეობს.

ეს ყველაზე ტრადიციული ტურნირია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით არ ტარდება. თავდაპირველად მას სპორტის სასახლე მასპინძლობდა, შემდეგ „საბურთალოს“ ორგანიზებით იმართებოდა, წელს პირველად კი ტურნირს დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრი მიიღებს.

„ბენდელას თასზე“ 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. შემდეგ ეტაპზე მთავარი პრიზისთვის ბრძოლას ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები გააგრძელებენ.

ტურნირზე ასპარეზობენ როგორც თბილისის, ასევე რეგიონის გუნდები. დედაქალაქში ჩამოვიდნენ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის საფეხბურთო სკოლების გუნდებიც. „ბენდელას თასზე“ წელს 2012 წელს დაბადებულები თამაშობენ. გამარჯვებული 17 დეკემბერს გამოვლინდება.