„ბენდელას“ თასის ფინალისტები ცნობილია #1TVSPORT
„ბენდელას“ თასის ფინალისტები ცნობილია #1TVSPORT

დღეს „ბენდელას თასზე“ ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, სადაც ფინალისტების ვინაობა გაირკვა.

პირველ შეხვედრაში „საბურთალო“ აზერბაიჯანულ „ვატანს“ დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

მეორე წყვილში ერთმანეთს „რუსთავი“ და აზერბაიჯანის „საბაჰი“ შეხვდნენ. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში ქვემოქართლელებმა იმარჯვეს და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

22 დეკემბერს, 15:30 საათზე მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება, ხოლო 17:00 საათზე ფინალური შეხვედრა დაიწყება.

ბენდელას თასის 31-ე გათამაშება საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ორგანიზებით ტარდება. წლევანდელ გათამაშებაში 2010 წელს დაბადებული მოზარდები მონაწილეობენ. „ბენდელას“ ტურნირზე ასპარეზობენ გუნდები თბილისიდან, საქართველოს რეგიონებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.