ბენდელას თასი „საბურთალომ“ მოიგო #1TVSPORT
ბენდელას თასი „საბურთალომ“ მოიგო #1TVSPORT

დასრულდა აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის სახელობის ხსოვნის ტურნირი „ბენდელას თასი“, რომელიც 31-ედ ჩატარდა. შეჯიბრება მოიგო „საბურთალომ“, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში „რუსთავი“ დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის ორი აზერბაიჯანული გუნდი იბრძოდა – საბოლოოდ საპრიზო ადგილი „საბაჰს“ ერგო, რომელმაც „ვატანი“ 3:1 დაამარცხა. ფინალში კი „საბურთალოდან“ დემეტრე ჩხარტიშვილმა და ზუკა წიბახაშვილმა გაიტანეს და თბილისელებმა 2:0 გაიმარჯვეს.

ტურნირი „საბურთალოს“ ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციები ეხმარებოდნენ. ხოლო პარტნიორი იყო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელები. ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, „საბურთალოს“ დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ, სკოლის დირექტორმა კახა ამირიძემ, მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგოლ ცაავამ, ზაზა ბენდელიანის დამ ვერიკო ბენდელიანმა და ზაზას მეგობრებმა.

 

საუკეთესო მეკარე – საბა ხელაძე (საბურთალო)

საუკეთესო მცველი – დემეტრე ჩხარტიშვილი (საბურთალო)

საუკეთესო ნახევარმცველი – ნიჰატ გუსეინზადე (საბაჰი)

საუკეთესო თავდამსხმელი – გიორგი ღუნაშვილი (რუსთავი)

მაყურებელთა სიმპათია – ალეზადე ულვი (ვატანი)

საინტერესო ფეხბურთელი – სანდრო ჯიღაური (რუსთავი)

ტექნიკური ფეხბურთელი – სანდრო მარჩენკო (საბურთალო)

საუკეთესო გოლი – კახი კოჭუაშვილი (საბურთალო)

ტურნირის აღმოჩენა – ნიკა ქავთარაძე (ვიკინგი)

ზაზა ბენდელიანის სახელობის პრიზი – გიორგი დერევიაჩენკო (რუსთავი)

ყველაზე პატარა ფეხბურთელი – ნიკოლოზ ლობჯანიძე (საბურთალო)

საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი პირველი (საბურთალო)