BBC-ის ინფორმაციით, კამერუნში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 20 მოსწავლე გაიტაცეს
კამერუნში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 20 მოსწავლე გაიტაცეს, – ამის შესახებ BBC-ი იუწყება. თავდასხმა აფრიკული სახელწიფოს სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კუმბაში მოხდა.
BBC-ის ცნობით, ინგლისურენოვანი კერძო სკოლა ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, რომელსაც გარშემო ე.წ. კაუჩუკის პლანტაციები აკრავს.
მსგავსი შემთხვევა კუმბას მეზობელ რეგიონში რამდენიმე კვირის წინაც მოხდა, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 80 ბავშვი გაიტაცეს. მალევე მათი სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება მოხერხდა.
კამერუნის ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი პროვინციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში სეპარატისტული ამბოხების ეპიცენტრია. შეიარაღებული დაჯგუფებები რეგიონის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას თხოვენ. სკოლების ხელმძღვანელებს კი ამბოხში გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. ისინი სკოლების ბოიკოტს ითხოვენ.
ხელისუფლება გატაცებებში აღნიშნულ სეპარატისტულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.