შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის ერთ-ერთი სკოლიდან 300-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს
შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის ერთ-ერთი სკოლიდან 300-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის სკოლიდან მოსწავლეები გაიტაცეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ზამფარას შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელდა. 317 მოსწავლე დაკარგულად მიიჩნევა.

სკოლის მოსწავლეების გატაცებას ადასტურებს გაერო-ს ბავშვთა ფონდიც. გატაცებული სკოლის მოსწავლეების სამძებრო ოპერაციაში პოლიციასთან ერთად სამხედროებიც იღებენ მონაწილეობას.

ბოლო ათი დღის განმავლობაში ნიგერიაში სკოლაზე თავდასხმა უკვე მეორედ მოხდა.