ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ
ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები კრიმინალური ავტორიტეტის თურქეთის ციხიდან საქართველოში ექსტრადიციას ან მესამე ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ.
„4 ივნისს არის თურქეთში დაგეგმილი მინდია ლავასოღლის პროცესი და კიდევ ერთხელ უნდა ვიხილოთ, რომ კვლავ საპყრობილეში შეაბრუნებენ. უკვე სამჯერ გასდის ვადა ექსტრადაციას და რატომ არ ხდება მისი გათავისუფლება ან სხვა ქვეყანაში გადაყვანა, პასუხს ვერ ვიღებთ. ვიდრე პასუხი არ გვექნება, აქცია არ დასრულდება“,- განაცხადა მინდია ლავასოღლის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.
მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლავასოღლი რამდენიმე თვეა, თურქეთის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება. ისინი პასუხს თურქეთის საკონსულოსგან და საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ.