მინდია ლავასოღლის წარმომადგენლებმა საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე პროკურატურაში შეხვედრა გამართეს
მინდია ლავასოღლის წარმომადგენლებმა საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე პროკურატურაში შეხვედრა გამართეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრის, ადვოკატისა და პროკურატურის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინდია ლავასოღლის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა. ადვოკატის ინფორმაციით, ისინი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდნენ, თუმცა მისგან პასუხი, თუ როდის მოხდება ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება არ მიუღიათ. ამასთან, ადვოკატის შეფასებით, მინდია ლავასოღლის ექსტრადირება ხელოვნურად ჭიანურდება.

ადვოკატის განცხადებით, მინდია ლავასოღლისთან დაკავშირებით ბათუმში საპროტესტო აქციები მოთხოვნის შეუსრულებლობამდე გაგრძელდება.