მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში გააცნობენ
მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში გააცნობენ

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და უფლებადამცველს საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააცნობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, შეხვედრა 8 ივნისს არის დაგეგმილი.

„საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები. რადგან გამოითქვა მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრების მხრიდან აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით შეხვედრის სურვილი, ორშაბათს, 8 ივნისს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააცნობენ მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრსა და უფლებადამცველს საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

დატოვე კომენტარი