ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერებმა ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, დაკავებულია რამდენიმე პირი
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერებმა ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, დაკავებულია რამდენიმე პირი

ხმაურია ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალის ახალსოფლის მონაკვეთზე, სადაც საპროტესტო აქციას მართავდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები.

ისინი მაგისტრალზე ასფალტზე დასხდნენ და გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი. პოლიციამ შეძლო გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება. აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი ყოფს ავტომაგისტრალისგან.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლვასოღლის ექსტრადაციას თურქეთიდან საქართველოში ან მესამე ქვეყანაში.