მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციის გაგრძელებას სარფის საბაჟოსთან გეგმავენ
მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციის გაგრძელებას სარფის საბაჟოსთან გეგმავენ

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციის გაგრძელებას სარფის საბაჟოსთან გეგმავენ. ისინი დღეს ისევ შეიკრიბნენ აჭარის პროკურატურასთან, სადაც რამდენიმე პირი შიმშილობს და მიკროავტობუსებით გაემართნენ სარფისკენ.

რამდენიმე დღეა, აქციის მონაწილეები ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ან მესამე ქვეყანაში ექსტრადაციას ითხოვენ. მოშიმშილეთაგან ოთხმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა და იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.