ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდი“ საკურორტო სეზონისთვის ახალი სახელწოდებით გაიხსნება. მას ადმინისტრაციამ „ველმონდი“ უწოდა, – ამის შესახებ პირველ არხთან სასტუმროს ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა.
„უკვე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. გამოძიების მიერ დალუქულია მხოლოდ რამდენიმე ოთახი. თანამშრომელთა ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამსახურს, ნაწილი კი სასტუმროს გახსნისთანავე გამოვა. ცდილობენ, გახსნა საკურორტო სეზონისთვის მოესწროს“, – განაცხადა კახა წერეთელმა.
უსაფრთხოების მიზნით, სასტუმროს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სავენტილაციო, გათბობისა და ელექტროსისტემები შენობის გარეთ განათავსოს.
ხანძართან დაკავშირებით, რომელმაც 11 ადამიანი იმსხვერპლა, გამოძიება ისევ მიმდინარეობს. დაღუპულთა ოჯახებს სასტუმროს მეპატრონემ კომპენსაცია გადასცა.