ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ყოფილი „ლეოგრანდის“ შენობა მუშაობის განახლების ნებართვის მიღებას შეძლებს

19:45, 17.08.2018

ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის, ყოფილი “ლეოგრანდის” შენობის ექსპლუატაციაში ხელახლა შესვლის შესახებ ნებართვა გასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების რეჟიმში რჩება. ამასთან, გრძელდება კონსულტაციები შენობაში სახანძრო-უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის“) შენობა დალუქეს. ​

​სასტუმროსთან მოლაპარაკების პროცესში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ჩართული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

​კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ორი დღის განმავლობაში, “ველმონდიდან” 300-მდე სტუმარი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდა. სასტუმროს ფუნქციონირება შეჩერებულია“, – აღნიშნულია  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი