ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ყოფილი „ლეოგრანდის“ შენობა მუშაობის განახლების ნებართვის მიღებას შეძლებს
ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის, ყოფილი “ლეოგრანდის” შენობის ექსპლუატაციაში ხელახლა შესვლის შესახებ ნებართვა გასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების რეჟიმში რჩება. ამასთან, გრძელდება კონსულტაციები შენობაში სახანძრო-უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის“) შენობა დალუქეს.
სასტუმროსთან მოლაპარაკების პროცესში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ჩართული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ორი დღის განმავლობაში, “ველმონდიდან” 300-მდე სტუმარი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდა. სასტუმროს ფუნქციონირება შეჩერებულია“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.