საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძრის დროს არავინ დაშავებულა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძრის დროს არავინ დაშავებულა

თბილისში, შავთელის ქუჩაზე ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ხანძარი სასტუმრო „ამბასადორის“ კუთვნილი შენობის ბოლო სართულზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.