ბათუმში, ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდთან“ ხანძრის დროს დაღუპულებს იხსენებენ
ბათუმში, ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდთან“ ხანძრის დროს დაღუპულებს იხსენებენ

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრიდან სამი წელი გავიდა. მოქალაქეები ადგილზე ტრაგედიისას დაღუპულებს იხსენებენ. სასტუმროს წინ ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.

„ლეოგრანდთან“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკა რიჟვაძეც მივიდა.

„დღეს არის გახსენება იმ ახალგაზრდების, რომლებიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. ეს მოუშუშებელი ტკივილია როგორც ქალაქისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის, ვუსამძიმრებ მათ. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ისინი და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც, 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ათი მოქალაქე და ირანის მოქალაქე დაიღუპა. 20-მდე ადამიანი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.

სახანძრო უსაფრთხოების დაუცველობის ბრალდებით ორი პირი, სასტუმროს თანამშრომლები დააკავეს.

სასტუმრო ამჟამად „ველმონდის“ სახელით ფუნქციონირებს.

მომხდარის გამო, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.