ბათუმში სახლის ჩამონგრევისას დაშავებული ზვიად თავდგირიძე კლინიკიდან გაწერეს
კლინიკა „მედცენტრიდან“ გაწერეს 37 წლის ზვიად თავდგირიძე, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევისას დაშავდა.
ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ზვიად თავდგირიძე სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილია.
ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.