ბოლო დღეების განმავლობაში, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში მშენებლობის წესების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით 200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა
ბოლო დღეების განმავლობაში, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში მშენებლობის წესების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით 200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციაში მოქალაქეებისგან მშენებლობის წესების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით 200-ზე მეტი ზარი შევიდა.

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ოთხი დღის განმავლობაში ყველა ობიექტი გადამოწმდა.

სამშენებლო სამართალდარღვევაზე ინსპექციამ საქმის წარმოება დაიწყო ტბელ აბუსერიძის ქუჩის N9-ში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე შეთანხმებული ესკიზური პროექტის დარღვევა ფიქსირდება. უწყების ცნობით, სამართალდამრღვევის მიერ განხორციელდა პირველი სართულის იატაკისა და კედლების ნაწილობრივი დემონტაჟი.

მუნიციპალურ ინსპექციის მიერ მეპატრონეს გადაეცა წერილობითი მითითება, მოიყვანოს ობიექტი თავდაპირველ მდგომარეობაში. მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.