ამერიკელი ხალხის სახელით, კელი დეგნანმა ბათუმში კორპუსის ჩამოგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ამერიკელი ხალხის სახელით, კელი დეგნანმა ბათუმში კორპუსის ჩამოგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, ამერიკელი ხალხის სახელით, ბათუმში ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

„8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ბათუმში პირველი ვიზიტისას, ელჩმა დეგნანმა ამერიკელი ხალხის სახელით ყვავილებით შეამკო ის ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამერიკის საელჩო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ბათუმის საზოგადოებას“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.