კლინიკა „მედცენტრში“ აცხადებენ, რომ ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა 
კლინიკა „მედცენტრში“ აცხადებენ, რომ ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა 

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ კლინიკა „მედცენტრში“ განაცხადეს.

კლინიკის დირექტორის, მედეა ქაჯაიას თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

„პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. იგი საკმაოდ აქტიური გახდა. ხვალ ვგეგმავთ პალატაში გადავიყვანოთ, რეაბილიტაციას დასჭირდება ხანგრძლივი დრო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მედეა ქაჯაიამ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.