ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი იწვის.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი ე.წ მანთაშევის გადასასვლელთან ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, თუმცა, ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობლად მდებარე მეორე სახლსაც მოედო.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.