ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხანძარია

21:10, 19.12.2020

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხანძარია.

ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახურის შვიდი ეკიპაჟი.

მსგავსი