არსებული ინფორმაციით, ბათუმში ხანძარი ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, რის შემდეგაც ახლოს მდებარე მაღაზიებზე გავრცელდა
არსებული ინფორმაციით, ბათუმში ხანძარი ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, რის შემდეგაც ახლოს მდებარე მაღაზიებზე გავრცელდა

ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში ხანძარი ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, რის შემდეგაც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებზე გავრცელდა. ამის შესახებ ადგილობრივებმა პირველ არხს განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე მაღაზიასა და საწყობს უკიდია, მათ შორის ერთ-ერთი საღებავების მაღაზიაა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მობილიზებულია ათამდე სახანძრო მანქანა,

ცეცხლის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.

ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.