არსებული ინფორმაციით, ბათუმში ხანძარი ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, რის შემდეგაც ახლოს მდებარე მაღაზიებზე გავრცელდა
ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში ხანძარი ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, რის შემდეგაც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებზე გავრცელდა. ამის შესახებ ადგილობრივებმა პირველ არხს განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე მაღაზიასა და საწყობს უკიდია, მათ შორის ერთ-ერთი საღებავების მაღაზიაა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მობილიზებულია ათამდე სახანძრო მანქანა,
ცეცხლის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.
ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.