ხანძარი ბათუმში – პუშკინის ქუჩაზე, ბაზრობის მიმდებარედ რამდენიმე მაღაზია იწვის [ფოტო/ვიდეო]

03:10, 30.08.2018

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ბაზრობის მიმდებარედ  ხანძარია, ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე მაღაზიას უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია ათამდე სახანძრო ბრიგადა. ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე. მისი თქმით, ჯერ არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რა ტერიტორიაზეა ხანძარი მოდებული.

ამ დროისთვის მეხანრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობენ.

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/2459339837416637/

მსგავსი