ხანძარი ბათუმში - პუშკინის ქუჩაზე, ბაზრობის მიმდებარედ რამდენიმე მაღაზია იწვის [ფოტო/ვიდეო]
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ბაზრობის მიმდებარედ ხანძარია, ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე მაღაზიას უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია ათამდე სახანძრო ბრიგადა. ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე. მისი თქმით, ჯერ არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რა ტერიტორიაზეა ხანძარი მოდებული.
ამ დროისთვის მეხანრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობენ.
ბათუმი – პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია. ასევე, სავაჭრო ცენტრის სახურავი – ჯამში 560 კვ.მ ფართობიხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულიაადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი – 65 მეხანძრე – მაშველიხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ოთხშაბათი, 29 აგვისტო, 2018