ბათუმში ხანძრის შედეგად ათზე მეტი მაღაზია დაიწვა
ბათუმში ხანძრის შედეგად ათზე მეტი მაღაზია დაიწვა

ბათუმში ხანძრის შედეგად 500 კვადრატული მეტრი ტერიტორია და ათზე მეტი მაღაზია დაიწვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავრი სამმართველოს უფროსმა, ირაკლი თოიძემ განაცხადა.

„ხანძრის შესახებ შეტყობინება 02:05 საათზე შემოვიდა, ადგილზე 10 სახანძრო იყო მობილიზებული. ცეცხლი სახლის სახურავზე გაჩნდა, თუმცა ჯერ გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა ირაკლი თოიძემ.

ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა ჯერ უცნობია.

ბათუმში ხანძარი პუშკინის ქუჩაზე, ბაზრობის მიმდებარედ  გაჩნდა.