ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ბაზრობის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ 1tv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო ბრიგადა.

ხანძარი დაახლოებით 02:00 საათზე გაჩნდა, მიზეზი ჯერ უცნობია.