ბათუმში ორი საცხოვრებელი სახლი იწვის

19:08, 24.04.2018

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი იწვის.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი ე.წ მანთაშევის გადასასვლელთან ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, თუმცა, ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობლად მდებარე მეორე სახლსაც მოედო.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

ადგილზე  სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

 

მსგავსი