ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ პირველ არხს შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.
დაზიანებულია სამი სახლი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ერთი მეხანძრე-მაშველი დაშავდა, რომელიც ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, სხვა დაშავებულები არ არიან.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, დაითვლება ზარალი და დაზარალებულებს ყველანაირი დახმარება გაეწევათ.
ხანძარი ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, საიდანაც იქვე მდებარე კიდევ ორ სახლზე გავრცელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.