ბათუმის ბულვარში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა კაფე „ვივა ლათინოში“ გუშინ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილი ამავე ობიექტის დაცვის თანამშრომელი იყო, მას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
რა გახდა კონფლიქტის მიზეზი უცნობია.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.