ბათუმის ბულვარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს
ბათუმის ბულვარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

ბათუმის ბულვარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცი დაკავების ოპერაციის დროს ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოხტა.

გადმოხტომამდე მაშველებმა კორპუსთან გასაბერი ლეიბის გაშლა მოასწრეს და მამაკაცი ლეიბზე დაეცა. მას დაზიანებები არ მიუღია.

პოლიციამ ის განყოფილებაში გადაიყვანა.

ამასთან, ოფიციალურ ინფორმაციას სპეცოპერაციის დეტალებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.

შეგახსენებთ, ბათუმის ბულვარში 60 წლამდე მამაკაცი გუშინ გვიან ღამით მოკლეს. შემთხვევა კაფე „ვივა ლათინოში“ მოხდა. გარდაცვლილი ამავე ობიექტის დაცვის თანამშრომელი იყო, მას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.