ბათუმში ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს
ბათუმში ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს

ბათუმის ბულვარში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა კაფე „ვივა ლათინოში“ გუშინ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილი ამავე ობიექტის დაცვის თანამშრომელი იყო, მას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დატოვე კომენტარი