ბათუმში წელს მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბულვარში დაიდგმება
ბათუმში წელს მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბულვარში დაიდგმება

ბათუმში წელს მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, ევროპის მოედნის ნაცვლად, ბულვარში დაიდგმება. შესაბამისად, საახალწლო სანახაობებიც ბულვარის კოლონადებთან გადაინაცვლებს.

საახალწლოდ ბულვარი საგანგებოდ მოირთვება. განათებების, კონსტრუქციებისა და აქსესუარებისთვის ადმინისტრაცია 353 000 ლარს დახარჯავს.

საახალწლოდ განათდება ბულვარის შუა ხეივანი. ბულვარში დადგამენ დიდი ზომის საშობაო ირმების, დელფინების, ანგელოზებისა და სხვა სახის მანათობელ კონსტრუქციებს.

„წელს ბათუმის ბულვარი გრანდიოზულ საახალწლო ღონისძიებებს უმასპინძლებს. წელს პირველად, ბათუმის ბულვარი საზეიმოდ მოირთვება. შუა ხეივნებში არსებული დეკორატიული ბუჩქები საახალწლო სასაჩუქრე ფორმის სანათებით შეიფუთება. საახალწლო ილუმინაციებისა და სხვადასხვა სახის მანათობელი აქსესუარების შეძენაზე ბათუმის ბულვარმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. საახალწლო განათებების მონტაჟი დეკემბრის თვის დასაწყისში დაიწყება“, – განაცხადეს საქართველოს პირველ არხთან ბულვარის ადმინისტრაციაში.

დატოვე კომენტარი