ბათუმის ბულვარში მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
ბათუმის ბულვარში მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

ბათუმის ბულვარში, დელფინარიუმის მიმდებარე სანაპიროზე შუახნის მამაკაცმა სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები არ აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ინციდენტის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.