ბათუმში აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ხვდება
ბათუმში აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ხვდება

ბათუმში აქციის მონაწილეებთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ზაალ მიქელაძე გარდაცვლილთა ახლობლებს ხვდება.

მინისტრის გამოჩენის შემდეგ აქციის მონაწილეებმა აბუსერიძის ქუჩა გაათავისუფლეს და გმირთა ხეივანში გადაინაცვლეს.

ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი რვა ადამიანის ახლობლები გარდაცვალების შემთხვევებს ექიმების დაუდევრობას აბრალებენ. ისინი საქმეების გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

შეკრებილთა შორისაა 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის, ექვსი წლის საბა კიწმარიშვილის; 26 წლის ნათია ჩაგანავას; 25 წლის ზუკა ფაღავას; 51 წლის ელიზა ჩხობაძის; 53 წლის დალი კეშელავას; 28 წლის თემურ გაბაიძისა და ოთხი წლის ანრი ბერიძის ოჯახის წევრები. ყველა მათგანი ბოლო ორი წლის განმავლობაშია გარდაცვლილი.

აქციის მონაწილეებმა ჯერ ბაგრატიონის, ხოლო შემდეგ აბუსერიძის ქუჩა გადაკეტეს.