ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება
ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება

ბათუმის ბულვარში პირველი მაისიდან მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ დღეს მიიღო.

ინიციატივა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ეკუთვის. უწყებამ ბათუმის საკრებულოს წერილობით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ბულვარის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს. ტურისტულ სეზონზე ბათუმის ბულვარში უკვე აკრძალული ტრანსპორტებით გადაადგილების შედეგად არაერთი მოქალაქე დაშავდა.

აკრძალვა უშუალოდ ბულვარის ტერიტორიაზე გავრცელდება.