„ბარსელონა“ კოუტინიოს მაისურების გაყიდვას იწყებს - 3 დეკემბრის სატრანსფერო ამბები
„ბარსელონა“ კოუტინიოს მაისურების გაყიდვას იწყებს - 3 დეკემბრის სატრანსფერო ამბები

დღეის მონაცემებით, უკვე შედგა შემდგარი ტრანსფერები:

დომაგოი ვიდა – “ბეშიქთაშში”

“ბეშიქთაშმა” ოფიციალურად გამოაცხადა ხორვატ მცველთან დომაგიო ვიდასთან კონტრაქტის გაფორმება. ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ვიდა თურქეთში კიევის “დინამოდან” გადავიდა – თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ჟო – “ნაგოიაში”
ბრაზილიის სერია A-ს 2017 წლის საუკეთესო ფორვარდმა ჟომ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა იაპონურ “ნაგოია გრამპუსთან”. 30 წლის ფეხბურთელში “კორინთიანსმა” 11 მილიონი ევრო მიიღო, – წერს Globo Esporte. გასულ სეზონში ჟომ 18 გოლი გაიტანა.

ვლადიმირ გაბულოვი – “ბრიუგეში”
ოფიციალური ტრანსფერი! “ბრიუგემ” გამოაცხადა ტულას “არსენალიდან” მეკარე ვლადიმირ გაბულოვის შეძენა. 34 წლის ფეხბურთელმა წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

დღის TOP3 ჭორი

1. ჰარი კეინი – “რეალში”
ტრანსფერის ალბათობა: 50%
ჰარი კეინის გასაყიდი თანხა – 200 მილიონი ევრო აშინებს “რეალს”, ამიტომაც, მადრიდელები იმედოვნებენ, რომ “ტოტენჰემთან” გარიგებაში გარეტ ბეილს, მატეო კოვაჩიჩს ან ლუკა მოდრიჩს ჩართავენ.

2. ალექსის სანჩესი – “მანჩესტერ სიტიში”
ტრანსფერის ალბათობა: 70%
“არსენალის” ფორვარდი ალექსის სანჩესი ახლოს არის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლასთან. ეს ტრანსფერი უახლოეს დღეებში მოგვარდება – წერს Marca. პარალელურად, The Mirror-მა დაწერა, რომ “არსენალი” უკვე იანვარში გაყიდის ჩილელს 24 მილიონ ევროდ.

3. ფილიპე კოუტინიო – “ბარსელონაში”
ტრანსფერის ალბათობა: 90%
“ბარსელონამ” უკვე შეუკვეთა მაისურები ფილიპე კოუტინიოს გვარით. პარასკევს, ეს მაისურები “კამპ ნოუზე” მდებარე მაღაზიებში იქნება გაყიდვაში, – ამტკიცებს La Sexta.
ბრაზილიელი “ბარსელონაში” მეშვიდე ნომერი აიღებს, – ირწმუნება Diario Gol. დღეისთვის, ეს ნომერი არდა თურანს ეკუთვნის, რომელსაც ამ სეზონში ერთი წუთიც არ უთამაშია. თურქმა ზამთარში უნდა დატოვოს კლუბი – ის “მილანსა” და “ევერტონს” აინტერესებთ.

და კიდევ:

– “შალკეს” 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება “იუვენტუსის” 22 წლის ნახევარმცველის მარკო პიაცას იჯარა, – იტყობინება Sky Sport Italia.
– “ინტერმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” გაცვლა შესთავაზა: ნახევარმცველი ჟოაო მარიო ჰენრიხ მხითარიანის სანაცვლოდ, – გვამცნობს Corriere dello Sport.
– “ფენერბაჰჩემ” “არსენალის” ფორვარდს ოლივიე ჟირუს დაუმიზნა, – წერს Fanatik. თურქები ფრანგს რობინ ვან პერსის შემცვლელად განიხილავენ.
– “ნაპოლი” განიხილავს ზაფხულში “ნიცადან” თავისუფალი აგენტის სტატუსით 27 წლის მარიო ბალოტელის გადაბირებას. Corriere dello Sport-ის მტკიცებით, იტალიელი არ აპირებს ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელებას.

– “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ სანდრო ვაგნერის შეძენით, მისმა კლუბმა დაასრულა მუშაობა სატრანსფერო ბაზარზე.
– “რომა” ჩაერთო “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველისთვის გჟეგოჟ კრიხოვიაკისთვის ბრძოლაში, რომელიც იჯარის წესით თამაშობს “ვესტ ბრომვიჩში”, – იტყობინება Corriere dello Sport.
– “მანჩესტერ სიტის” წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს “ბარსელონას” მცველთან სამუელ უმტიტისთან, – წერს L’Equipe. 24 წლის მცველის სატრანსფერო თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს.
– “პარი სენ-ჟერმენი” მეკარის პოზიციის გაძლიერებას “რომასა” და ბრაზილიის ნაკრების გოლკიპერის ალისონის შეძენით აპირებს, – ირწმუნება La Gazzetta dello Sport.
– “ვილიარეალმა” გამოაცხადა გუნდიდან ფორვარდ სედრიკ ბაკამბომ წასვლის შესახებ. კონგოელის გადასვლა ჩინურ “ბეიჟინგ გოანში” პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
– “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა კლუბის ინტერესი “შალკეს” ნახევარმცველის ლეონ გორეტცკას მიმართ, – წერს Bild. “შალკემ” ვერ დაითანხმა 22 წლის ფეხბურთელი კონტრაქტის გაგრძელებაზე და გორეტცკა ზაფხულში ნამდვილად იქნება მიუნხენურ გრანდში.

– ჭორების მიუხედავად, “ლივერპულის” ნახევარმცველი ემრე ჩანი არ აპირებს სეზონის ბოლომდე გუნდის დატოვებას. გერმანელი ზაფხულში გეგმავს “იუვენტუსში” გადასვლას, როცა “წითლებთან” კონტრაქტი ამოეწურება, – წერს Sky Sport.
– “ინტერს” იმედი აქვს, რომ “ტოტენჰემიდან” იჯარით აიყვანს ნახევარმცველ ერიკ ლამელას, – ამტკიცებს La Gazzetta dello Sport. ლონდონელებიც მზად არის გაუშვან არგენტინელი და მას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ფორმის აკრეფის საშუალება მისცენ.