„ლა-ლა- ლა, ვლადიმერ პუტინ!“ – „ფენერბაჰჩეს“ ფანები კიევის „დინამოსთან“ მატჩის დროს რუსეთის პრეზიდენტის სახელს სკანდირებდნენ, უკრაინული გუნდის მწვრთნელი ლუჩესკუ პროტესტის ნიშნად პრესკონფერენციაზე არ მივიდა [ვიდეო] #1TVSPORT

14:02, 28.07.2022

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, რომელშიც სტამბოლში „ფენერბაჰჩე“ კიევის „დინამოს“ მასპინძლობდა, თურქული კლუბის ფანები თამაშის დაწყებამდე და მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სახელს სკანდირებდნენ – „ლა-ლა- ლა, ვლადიმერ პუტინ!“

უკრაინულმა კლუბმა შეხვედრა დამატებით დროში 2:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ ინციდენტის გამო, პროტესტის ნიშნად მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე არ მივიდა „დინამოს რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ.

მსგავსი