მესუთ იოზილმა „ფენერბაჰჩე“ დატოვა #1TVSPORT
მესუთ იოზილმა „ფენერბაჰჩე“ დატოვა #1TVSPORT

გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა და „ფენერბაჰჩემ“ ორმხრივი შეთანხმების თანახმად გაწყვიტეს კონტრაქტი, – წერს გამოცემა Ntv Spor.

ამა წლის მარტის დასაწყისში თურქულმა კლუბმა იოზილი ვარჯიშებს ჩამოაშორა მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო. 2021-22 წლების სეზონში 33 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

იოზილი 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „ფენერბახჩეში“ „არსენალიდან“. მაშინ გერმანელმა გამოაცხადა, რომ სურვილი აქვს კარიერა სწორედ ამ თურქულ კლუბში დაასრულოს.