კლუბებმა რეკორდული თანხა დახარჯეს – ზამთრის ტრანსფერებმა 1,57 მილიარდი დოლარი შეადგინა #1TVSPORT

18:46, 09.02.2023

ფიფა-მ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ჯამური თანხა, რომელიც კლუბებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დახარჯეს – 1,57 მილიარდი დოლარი.

ეს არის რეკორდული თანხა ფეხბურთის ისტორიაში. საინტერესოა, რომ ინგლისური კლუბები ამ კოლასალური ხარჯის 57,3 პროცენტს ინაწილებენ – 898,6 მილიონ დოლარს.

ამგვარად, ინგლისურმა კლუბებმა 2023 წლის ზამთრის ტრანსფერებზე უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა გუნდმა მთელ მსოფლიოში. მეორე ადგილზეა საფრანგეთი (131,9 მილიონი), მესამეზე – გერმანია (85,8 მილიონი).

მსგავსი