კლუბებმა რეკორდული თანხა დახარჯეს - ზამთრის ტრანსფერებმა 1,57 მილიარდი დოლარი შეადგინა #1TVSPORT
ფიფა-მ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ჯამური თანხა, რომელიც კლუბებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დახარჯეს – 1,57 მილიარდი დოლარი.
ეს არის რეკორდული თანხა ფეხბურთის ისტორიაში. საინტერესოა, რომ ინგლისური კლუბები ამ კოლასალური ხარჯის 57,3 პროცენტს ინაწილებენ – 898,6 მილიონ დოლარს.
ამგვარად, ინგლისურმა კლუბებმა 2023 წლის ზამთრის ტრანსფერებზე უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა გუნდმა მთელ მსოფლიოში. მეორე ადგილზეა საფრანგეთი (131,9 მილიონი), მესამეზე – გერმანია (85,8 მილიონი).