სერია ა-ს საეჭვო ტრანსფერებს იტალიის პროკურატურა გამოიძიებს #1TVSPORT
სერია ა-ს საეჭვო ტრანსფერებს იტალიის პროკურატურა გამოიძიებს #1TVSPORT

იტალიის ფედერალური პროკური ჯუზეპე კინე სერია ა-ში განხორციელებული 62 საეჭვო ტრანსფერის საქმეს იძიებს, – იუწყება La Repubblica.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რომ მეტი მოგების მიზნით, ფეხბურთელების ფასი ხელოვნურად გაეზარდათ.

საეჭვო გარიგებებით ფეხბურთელების გაცვლის ძირითადი წილი „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე მოდის.

ერთ-ერთი საქმე „ლილიდან“ „ნაპოლიში“ ვიქტორ ოსიმჰენის გადასვლას უკავშირდება. „ნაპოლიდან“ კი ფრანგულ კლუბში ოსიმჰენის სანაცვლოდ, 20 მლიონი ევროს ღირებულების ოთხი ფეხბურთელი გადავიდა.