წლის სატრანსფერო რყევები - კვარაცხელიას ფასი 16 მილიონამდე შემცირდა, მაგრამ ქართველებში მაინც ლიდერია #1TVSPORT
წლის სატრანსფერო რყევები - კვარაცხელიას ფასი 16 მილიონამდე შემცირდა, მაგრამ ქართველებში მაინც ლიდერია #1TVSPORT

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt.de-მ ფეხბურთელთა ფასები განაახლა. ჩვენ წლის მონაგარი შევაჯამოთ და ვნახოთ, რომელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი გაიზარდა და რომლის – შემცირდა.

ხვიჩა კვარაცხელია ორივე ნომინაციაში ლიდერია. 2021 წელს მისი ფასი 8 მილიონით გაიზარდა, მაგრამ წლის ბოლოს ხვიჩას შეფასებას 2 მილიონი დააკლეს, რაც მისი კლუბის, ყაზანის „რუბინის“ ჩავარდნას უკავშირდება. საბოლოოდ, „რუბინის“ ქართველი ლეგიონერის მატებამ 6 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო კლებამ – 2 მილიონი.

წლის მატება

ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი 16,000,000 (+6,000,000)

გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 3,000,000 (+2,200,000)

საბა ლობჟანიძე, ჰატაისპორი 3,400,000 (+1,900,000)

გიორგი მიქაუტაძე, სერენი 1,800,000 (+600,000)

ლუკა ლოჩოშვილი, ვოლფსბერგერი 1,200,000 (+400,000)

ირაკლი აზაროვი, დინამო ბთ 1,000,000 (+350,000)

ნიკა კვეკვესკირი, ლეხი 800, 000 (+200,000)

დავით ვოლკოვი, ზირა 700, 000 (+200,000)

ოთარ კაკაბაძე, კრაკოვია 500, 000 (+200,000)

ლაზარე კუპატაძე, დინამო ბთ 250,000 (+50,000)

წლის კლება

ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი 16,000,000 (-2,000,000)

საბა კვერკველია, მეტალისტი 1,500,000 (-1,000,000)

ჯიმი ტაბიძე, უფა 2,000,000 (-500,000)

გიორგი წიტაიაშვილი, ჩერნომორეცი 1,000,000 (-200,000)

ვაკკო გვილია, რაკუვი 900, 000 (-200,000)

გურამ გიორბელიძე, დინამო დრ 600, 000 (-150,00)