იოახიმ ლიოვი „ფენერბაჰჩეს“ მწვრთნელობას დათანხმდა #1TVSPORT
იოახიმ ლიოვი „ფენერბაჰჩეს“ მწვრთნელობას დათანხმდა #1TVSPORT

თურქულმა „ფენერბაჰჩემ“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია გერმანიის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან იოახიმ ლიოვთან.

62 წლის სპეციალისტი დათანხმდა მომავალი სეზონიდან „ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებას.

როგორც თურქული გამოცემა A Spor წერს, ახალ სამუშაო ადგილზე ლიოვის მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეიძლება გახდეს „ბაიერნის“ ნიდერლანდელი ფორვარდი ჯოშუა ზირკზეე, რომელიც დღეს იჯარის წესით ბელგიის „ანდერლეხტში“ თამაშობს. 20 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება რვა მილიონ ევროს შეადგენს.