„აზოვის“ მებრძოლების განცხადებით, ისინი ვერ ადასტურებენ, მოხდა თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია ქარხნის ტერიტორიიდან
„აზოვის“ მებრძოლების განცხადებით, ისინი ვერ ადასტურებენ, მოხდა თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია ქარხნის ტერიტორიიდან. ამის შესახებ ლეგიონის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.
მისი თქმით, სპეციალური ტექნიკის არ არსებობის გამო, შეუძლებელია იმის დადგენა, არიან თუ არა ადამიანები ქარხნის ტერიტორიაზე.
პალამარის განცხადებით, ორი დღის წინ ე.წ. სიჩუმის რეჟიმის დროს, რომელიც რუსებმა არ დაიცვეს, აზოვის სამი მებრძოლი დაიღუპა, რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ცდილობდნენ.
„ასევე დაიჭრა ექვსი სამხედრო. ასეთია ქარხნის ტერიტორიიდან ადამიანები ევაკუაციის ფასი“, – განაცხადა პალამარმა.