აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად იმერეთის რეგიონში სპეცტექნიკაა მობილიზებული
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში 48 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზატორი ლაშა შალამბერიძე იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა და ინსტრუქციები გააცნეს.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ შეწამვლის პროცესი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით უახლოეს დღეებში დაიწყება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლისთვის რესურსები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს.